ხათუნა ხოფერია ახლახან 61 წლის გახდა.
პოლიტიკოსი ქალბატონი შესაშურ ფორმაშია და ამას მის დაბადების დღეზე გადაღებული ვიდეო მოწმობს, რომელიც მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გაავრცელა.
ხათუნა ხოფერია თავის იუბილეზე ხალისობს და ცეკვავს.
შეგახსენებთ, რომ ხოფერიამ მცირე ხნის წინ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. მას თავის ტვინში აღმოჩენილი სიმსივნის გამო ტრეპანაცია დასჭირდა, თუმცა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა…