LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა რჩევა მისცა და როგორ დაეხმარა რეიფ ფაინსი მერაბ ნინიძეს „კონკლავის“ გადაღებაზე: „ასეთი გაქანების ჯადოქარ მსახიობთან აქამდე არ მქონია შეხება…“

164
რეიფ ფაინსი და მერაბ ნინიძე

„კავეა პლუსი“ ავრცელებს ია სუხიტაშვილისა და მერაბ ნინიძის ინტერვიუს, სადაც მერაბი ოსკაროსანი ფილმის, „კონკლავის“ შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ რეიფ ფაინსის მსგავს მსახიობთან გადაღებაზე არასდროს ჰქონია შეხება.

„გულწრფელად ვიტყვი, ამ წუთას, რაც მე მინახავს და გამომიცდია, როგორც მსახიობს თუ პარტნიორს, ასეთი გაქანების ჯადოქარ მსახიობთან არ მქონია შეხება. ტერიტორიას კი არ იპყრობს, თავისთვის ჩუმად სიბნელეში დგას, აღმოცენებული, არასდროს ტოვებს სხვების სცენებს, ყველას და ყველაფერს აკვირდება. რთული ტექსტი მქონდა, ასისტენტს ვეძებდი, რომ მასთან ერთად ტექსტი გამევლო. თავად მოვიდა, ვის ეძებო? რომ ვუთხარი, ვისაც ვეძებდი, შემომთავაზა, ტექსტი ჩემთან გაიარეო. ვისხედით და რჩევა მომცა, აქ აქცენტირება ამ სიტყვაზე გააკეთეო, ინგლისური არ არის ჩემი მშობლიური ენა, მიუხედავად იმისა, რომ ენა იცი, შეიძლება, არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g