წელს საქართველოს „ევროვიზიაზე“ თორნიკე ყიფიანი წარადგენს. მან ეს შესაძლებლობა „საქართველოს ვარსკვლავში“ გამარჯვებით მოიპოვა. სიმღერა, რომლითაც ის მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე წარდგება, თავად დაწერა.
კლიპიც გადაღებულია. „პირველმა არხმა“ ახლახან კლიპიდან ამონარიდი გაავრცელა.