ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილი, ანი ფხაკაძე მუდამ ყურადღების ცენტრშია. ის განსაკუთრებული პოპულარობით „ინსტაგრამ“ გვერდზე სარგებლობს.
კომპანია “ვისოლის” მეწილის, ქალიშვილი, მეგობრებთან ერთად საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსზე ისვენებს, სადაც უმშვენიერესმა ანიმ წინა საქორწილო წვეულებაც გამართა.
ამ ფაქტის ამსახველ კადრებს, ანი ფხაკაძე სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ავრცელებს.
წვეულებაზე მეგობრებმა ანის სიურპრიზიც მოუწყვეს. გოგონებმა სახეზე ანი ფხაკაძის საქმროს ფოტო აიფარეს და ამ სახით შეხვდნენ რესტორანში შემოსულ მომავალ პატარძალს.