LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა სიურპრიზი მოუწყო ნინო თოლორდავას მეუღლემ დაბადების დღეზე: „გასაიდუმლოებული მარშრუტი, ძალიან სასიამოვნოდ მოტყუებული მე და ამ ტყუილის ირგვლივ გაერთიანებული ჩემი 12 მეგობარი…“

815
570ff49a-bc09-401e-bf98-8f71dfa1dbaa

ტელესახე ნინო თოლორდავა ახლახან იუბილარი იყო. მას მეუღლემ დიდი სიურპრიზი მოუწყო და მეგობრებთან ერთად კანარის კუნძულებზე გაამგზავრა. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი დაბადების დღის სამზადისი დიდი სიურპრიზებით დაიწყო. გასაიდუმლოებული მარშრუტი, ძალიან სასიამოვნოდ მოტყუებული მე და ამ ტყუილის ირგვლივ გაერთიანებული ჩემი 12 მეგობარი… და მაინც ჩემთვის, ყველაზე დიდი ბედნიერება ამ ამბავში, ის არის, რომ ძვირფასმა ადამიანმა გამახარა არა მარტო მე, არამედ ჩემი მეგობრები… და ასე მივემგზავრებით ყველანი კანარის კუნძულებზე ❤️ ჩემი ერთადერთი სადარდებელი, რაც ახლა ამ ამბავს თან ახლავს არის ის, რომ ჩემი ბარგიც ჩემმა მეუღლემ ჩაალაგა და მე ამ დრომდე წარმოდგენა არ მაქვს, რა დევს და რამდენად სწორად დევს ჩემოდანში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g