LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რაც უნდა გავასაჩივრო, სამწუხაროა, რომ რისთვისაც ვიბრძვი – მედალი, მე არ შემხვდება, ძალიან მჭირს ამის გადატანა“ – სანდრო ბაზაძე

212
სანდრო ბაზაძე

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდა, მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

სანდრო ბაზაძე საქართველოში დაბრუნდა

როგორც აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს სანდრო ბაზაძემ განაცხადა, მომხდარის გადატანა ძალიან უჭირს, მსაჯების აღნიშნულ გადაწყვეტილებას კი აუცილებლად გაასაჩივრებენ:

„17 წელი სპორტსმენი ვარ იმისთვის, რომ მსაჯებმა წამაგებინონ – ეს სამწუხაროა, არა უშავს, თურმე ასეთი რაღაცები სპორტში ხდება ხოლმე, არაფრისგან ვართ დაცულები.

რაც უნდა გავასაჩივრო – და ამას აუცილებლად გააკეთებენ – სამწუხარო არის ის, რომ რისთვისაც ვიბრძვი [მედალი], ის მე არ შემხვდება.

რთულია, ძალიან მჭირს ამის გადატანა“, – თქვა სანდრო ბაზაძემ.

„მე, გაჭირვებიდან მიღწეულმა ნომერ პირველამდე მისულმა სპორტსმენმა რწმენა არ დავკარგე და არასდროს არ დავკარგავ! მადლობა თითოეულ ქართველს“ – სანდრო ბაზაძე

ცნობისათვის, ხმლით ასპარეზობაში სანდრო ბაზაძე 1/8-ფინალში, მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით, ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივრის წერილი გაგზავნა

"სამწუხაროა, რომ რისთვისაც ვიბრძვი – მედალი, მე არ შემხვდება" | სანდრო ბაზაძე

"რაც არ უნდა გავასაჩივრო, სამწუხაროა, რომ რისთვისაც ვიბრძვი – მედალი, მე არ შემხვდება" | სანდრო ბაზაძე საქართველოში დაბრუნდა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 29 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g