LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რადგან ეს მოგება ამდენი დღის განმავლობაში არ გაფერმკრთალდა, შანსი მოგვეცა და ვალდებულები ვართ, ეს გამარჯვება რაღაც კარგში გადავახურდაოთ“ – დათო გორგილაძე

301
დათო გორგილაძე

მეშვიდე დღეა, ქვეყანაში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ მოპოვებული გამარჯვებით გამოწვეული სიხარული არ ნელდება.

ისტორიულმა გამარჯვებამ და ევროპის ჩემპიონატის საგზურმა მთელი საქართველო გააერთიანა. სწორედ ამ ერთიანობასა და გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს „მე-17 სართულის“ სტუმრებმა.

როგორც გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა, მწერალმა დათო გორგილაძემ აღნიშნა, რადგან ეს მოგება ამდენი დღის განმავლობაში არ გაფერმკრთალდა, ვალდებულები ვართ, რომ გამარჯვება რაღაც კარგში გადავახურდაოთ.

ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„ეს არ იყო მხოლოდ ფეხბურთის და ფეხბურთელების გამარჯვება. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის, რაც მოედანზე ხდებოდა, არ ისწავლება, მაგაში გაწვრთნა შეუძლებელია, მწვრთნელი ვერ დაგარიგებს, რომ გააკეთო იმაზე მეტი, რისი ძალაც გაქვს.

ბუდუ ზივზივაძის კადრი ყველამ ნახა – მიწაზე რომ ხოხავს და თან თავს ბურთს ურტყამს, ეს იმ თავდადების სახეხატი იყო, რაც მოედანზე ხდებოდა.

ახლა მოგვეცა შანსი, რომ ეს გამარჯვება რაღაცაში გადავახურდაოთ, ვალდებულები ვართ, ის ენერგია და ერთიანობა, რაც წარმოიშვა არ გაიხარჯოს და რაღაც კარგში გადავახურდაოთ. იმედი მეძლევა, რადგან ეს მოგება ამდენი დღის განმავლობაში არ გაფერმკრთალდა და ძალა არ დაკარგა“, – აღნიშნა დათო გორგილაძემ.

გამარჯვების ანატომია | დათო გორგილაძე

"რადგან ამდენი დღის განმავლობაში არ გაფერმკრთალდა ეს მოგება, რაღაცნაირად ვალდებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი რაღაც კარგში გადავახურდაოთ", — დათო გორგილაძე, მწერალი

Posted by მე-17 სართული on ორშაბათი, 01 აპრილი, 2024

შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ეროვნულმა ნაკრებმა, 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქერთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

„ფეხბურთი მსოფლიოს ყველაზე დიდი, ემოციურად მხურვალედ დაკავშირებული სახლია და ახლა ჩვენ ამ სახლში ბინაც მოგვაპოვებინა ჩვენმა ნაკრებმა“ – ნათია ფანჯიკიძე

„რეალური შანსი გვაქვს, ყველასთან შეიძლება თამაშიც, მოგებაც და წარმატების მიღწევაც“ – კალაძე საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობაზე

,,უბედნიერესი დღე დაგვიდგა…მადლობა მთელ გუნდს, რომელმაც შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა” – თემურ ქეცბაია

magti 5g