ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია „ინსტაგრამზე” საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიდეოს გვიზიარებს.
„რამხელა სიხარულის მიზეზი მოგვეცა”, – წერს თიკა ფაცაცია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიას შორის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების რიგებში კი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩებს 17 ივნისს კვიპროსის, 20 ივნისს კი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.