LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამას ძალადობა აღარ ჰქვია, მსგავსი არაფერი მინახავს“, „კოშმარი“, „უმამაცესი პროფესიაა ჟურნალისტობა დღეს“, „სოლიდარობა ძალადობის შედეგად ყველა დაზარალებულს“ – ცნობილი სახეები „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობენ

433
მომღერლები

„ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ცნობილი სახეები ეხმაურებიან.

მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებს მომღერალი რატი დურგლიშვილი და სოციალურ ქსელში წერს:

„ამას ძალადობა აღარ ჰქვია. მსგავსი არაფერი მინახავს, არც კი ვიცი, რა ფორმით უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სისასტიკეს ჩადის. სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს! ვერ ვპოულობ იმ სიტყვებს, რომელიც ზუსტად ასახავს ჟურნალისტების, ოპერატორების, მემონტაჟეების თავგანწირულ შრომას. ასევე ქედს ვიხრი ქართველი უნიკალური საზოგადოების მიმართ,“ – წერს რატი დურგლიშვილი

ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია მომხდარს კოშმარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ დღეს ყველაზე მამაცი პროფესია სწორედ ჟურნალისტობაა.

„კოშმარი, კოშმარი, კოშმარი. ჟურნალისტების იმედი აქვთ ადამიანებს და იმათაც კი, ხელშეუხებელი პროფესიის წარმომადგენლებს როგორ ესხმიან თავს. აღარ ვიცი აღარაფერი. უმამაცესი პროფესია ჟურნალისტობაა დღეს,“- წერს თიკა ფაცაცია.

დაზარალებულებს სოციალურ ქსელში სოლიდარობას უცხადებს მომღერალი ნინო ჩხეიძე.

„წარმოუდგენელია ყველანაირი ძალადობა ქალებზე, ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე! სოლიდარობა ძალადობის შედეგად ყველა დაზარალებულს,“ – წერს ნინო ჩხეიძე.

„უმძიმესი ვიდეოა! არანაირი „მაგრამ“ აქ არ არსებობს“, „ვგმობ ყოველგვარ ძალადობას!“, „ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, ვინც ახლა ჩვენს ნამდვილად ევროპულ მომავალს ჭედავთ!“ – „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ჟურნალისტები ეხმაურებიან

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში

ვიდეო: „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს თავს დაესხნენ – კადრები ადგილიდან

„ჩვენ რომ მოგვკლავენ, მერე ნეკროლოგების წერა და ცრემლების ღვრა არ დაიწყოთ! ასეთ ქვეყანას, აშენებთ თქვენ!“ – ნოდარ მელაძე

ნატო გელაშვილი: „სიკვდილის ტოლფასია ასეთი საქართველოს ყურება..ამას სიძულვილიც აღარ ჰქვია! გამწარებული დედები ყველა მეომარზე დიდი მეომრები არიან, ნუ გადაკვეთავთ ყველა წითელ ხაზს“

„ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია…ამ ძალადობის ფაქტზე და დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა“ – ნინო წილოსანი

დათო ლიკლიკაძე: „სასწრაფოდ დააკავეთ და სამაგალითოდ დასაჯეთ ეს გაუგებარი არსებები, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს..ვგმობ ამ გაუგონარ ძალადობას რაც ბოლო დღეებია ქვეყანაში ხდება!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g