LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რას ურჩევს ახალგაზრდებს 97 წლის რეჟისორი, ლანა ღოღობერიძე: „ცხოვრებას გემო ჩაატანონ…“

130
40fa502e-b096-49cc-ba68-442d17478d63

ტელეჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს მის მიერ ჩაწერილ ინტერვიუს ლეგენდარულ ქართველ რეჟისორთან, ლანა ღოღობერიძესთან.

ტელეჟურნალისტის კითხვაზე, რას ურჩევს ის ახალგაზრდებს, ლანა ღოღობერიძე პასუხობს:

„გემო ჩაატანონ ცხოვრებას, ცხოვრების ყოველ წუთს, უნდა იგრძნო, რომ ყოველი წუთია მნიშვნელოვანი, ახლა, ამ წუთას და იყო პასუხისმგებელი შენს არსებობაზე. მთელი ცხოვრება ეს არის არჩევანის გაკეთება…“

ლანა ღოღობერიძე დედასთან ბოლო საუბარს იხსენებს: „რომ კვდებოდა, რამდენიმე საათით ადრე მითხრა – „ნუ დარდობ, ჩემო კარგო… ის, რაც ახლა ხდება, ისეთი კანონზომიერია… მთავარი კი ის არის, რომ ბოლო ბედნიერი წლები შენთან ერთად გავატარე“

ვიდეო: „არ გეწყინოს, ჩვენ არ გვაქვს უფლება ლექსი ვათქმევინოთ ბავშვს, ვისაც მამა ჰყავს დაჭერილი, შენ კი მამაც დაჭერილი გყავს და დედაცო“ – ლანა ღოღობერიძე ბავშვობის სევდიან ისტორიას გვიყვება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g