LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ არის საჭირო „არას“ თქმა – რას ამბობს ფსიქოლოგი, მარინა კაჭარავა

281
მარინა კაჭარავა

„არიან ადამიანები, რომლებიც სახლში „არას“ ამბობენ, გარეთ კი ვერ ამბობენ „არას“. ჩვენ გვაქვს ჭერი ჩვენი ქცევის – სად გაგვდის და სად არ გაგვდის. გარეთ თუ იტყვის „არას“, მას ჰგონია, რომ დაკარგავენ, აღარ დაპატიჟებენ დაბადების დღეზე და ასე შემდეგ“, – ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა, მარინა კაჭარავამ განაცხადა.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ „არას“ თქმა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და ბევრ ქვეყანაში, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბავშვებს ტრენინგებს უტარებენ თუ როგორ თქვას „არა“ და გამოყოს თავისი საჭიროება:

„არას“ თქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში ბავშვებს ტრენინგებს უტარებენ თუ როგორ თქვას „არა“ და გამოყოს თავისი საჭიროება.

ჩვენს კულტურაში, ბავშვს რომ ასწავლო, მაგალითად შენ რომ გაქვს ერთი ნაყინის ფული და ვიღაცა გეუბნება „მე მიყიდე ეს ნაყინი“ – ბავშვს ვერ ასწავლი, რომ ასე არ მოიქცეს. კულტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ კოლექტივიზმისკენ მიდრეკილები ვართ და ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ის, რომ მოზარდი დღეს ვერ იტყვის „არას“, ხვალ ვერ იტყვის„არას“… (გლდანის ციხეში ვმუშაობდი, სადაც ძალიან ბევრი მოზარდი შემხვდა რომლებიც მხოლოდ იმიტომ ისხდნენ ციხეში, რომ „არას“ თქმა ვერ მოახერხეს თავის დროზე)

და ეს „არა“ არის ჩვენი თავისუფლების და ნების გამოხატვის საშუალება და ამის უფლება აქვს ადამიანს გამოხატოს თავისი გრძნობები და სურვილები და თქვას, რომ არა ეს არ შედის მის ინტერესებში რასაც მას სთავაზობენ“, – ამბობს ფსიქოლოგი, მარინა კაჭარავა.

🙅💯 რატომ არის საჭირო "არას" თქმა

🙅💯 რატომ არის საჭირო "არას" თქმა

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 30 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g