LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ არის სარისკო ბავშვის „შენჯღრევა“ – ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე მშობლებს აფრთხილებს

1261
თამარ ედიბერიძე

რატომ არის სარისკო ბავშვის „შენჯღრევა“ – ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე მშობლებს აფრთხილებს.

სპეციალისტი „პირველი არხის“ ეთერში ამბობს, რომ ამ დროს შესაძლოა პროცესები ტვინში რთული მექანიზმით განვითარდეს:

„შენჯღრეული“, „ნანჯღრევი“ ბავშვის სინდრომი – ეს მდგომარეობა საკმაოდ რისკის შემცველია. ეს არის კონკრეტული მდგომარეობის შედეგი ბავშვის თავის ტვინზე.

ეს არის მდგომარეობა, რომლის მიმართაც განსაკუთრებით მოწყვლადი არიან 2 წლამდე ასაკის ბავშვები, თუმცა 5 წლამდეც შეიძლება, რომ პათოლოგიური პროცესები განვითარდეს.

თავად ტრავმის მექანიზმი გარეგნულად არის მარტივად აღსაწერი, ესაა ბავშვის ძლიერი შენჯღრევა, თუმცა თვითონ თავის ტვინში პროცესები შესაძლოა რთული მექანიზმით განვითარდეს…

ამ დროს შესაძლოა მოხდეს ჰემორაგია, სისხლდენა, სისხლჩაქცევა.

უმეტესად „ნანჯღრევი“ ბავშვის სინდრომის შედეგები არის არა მხოლოდ უშუალოდ ტრავმის მიღების პროცესში, არამედ გაცილებით სარისკო და სერიოზული შესაძლოა იყოს მოგვიანებით“, – ამბობს ნევროლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g