LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ ჩამოიშორა მეგობრები და ოჯახის წევრი ია ფარულავამ: „ვინც წამომაძახა და ვინც მიკბინა, ყველა გავუშვი…“

118
ია ფარულავა

ია ფარულავა ვიკა ბუკიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ გარშემო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მეგობრები აღარ ჰყავს:

„არავის არაფერს აღარ ვუხსნი, ყველა ჩავხსენი, ყველა „ქოცი“, რომელიც არის უტვინო და მიაჩნია, რომ ბიძინა გენიოსია და მაინც დაალაგებს. მყავს ერთი „ქოცი“ მეგობარი, რომელიც არ შემოდის პოლემიკაში და არ წამომაძახებს, რომ გავხდი რევოლუციონერი. ვინც წამომაძახა და ვინც მიკბინა, ყველა გავუშვი სამ ასოზე. კიდევ ბევრს გავუშვებ, თუ ვინმე შემომედავება. ოჯახის წევრიც კი მყავს „ქოცი“, მაგრამ ვცდილობ, არ ვიურთიერთო… მაქვს დევიზი, ვიარო ყველგან, სადაც ისინი არიან. სადაც მივდივარ, ყველა მოდის და პატივისცემითა და მოწიწებით არიან, დაწყებული მერიდან, დამთავრებული სხვებით, არც ვიცი რეგალიები. მე ვჯდები და ვიწყებ ქადაგებას და „ვკაიფობ“. ქოცურ რესტორანში რომ მივდივარ, ძალიან ხმამაღლა ვლაპარაკობ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g