ადამიანები, რომლებმაც 3 აგვისტოს, შოვში ჩამოწოლილ დამანგრეველ მეწყერს დააღწიეს თავი, მთელმა ქვეყანამ გაიცნო.
მათ შორის არიან დები – ტასო და კატო ქიმერიძეები, სწორედ ტასოს ფოტო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც სტიქიის ზონიდან გავრცელდა.
სოციალურ ქსელში კატოს უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს მისი ბიძა დავით ჯელაძე, რომელიც სტიქიის დროს, ღვარცოფმა მცირეწლოვან დისშვილთან ერთად წაიღო და რამდენიმე საათი იბრძოლა იმისთვის, რომ პატარა მაშოსთან ერთად უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასულიყო.
„რატომ მყავს ასეთი ლამაზი და საყვარელი ბავშვები“, – წერს დავით ჯელაძე.
რატომ მყავს ასეთი ლამაზი და საყვარელი ბავშვებიი ❤️❤️
Posted by David Jeladze on ხუთშაბათი, 24 აგვისტო, 2023
„მე და მაშო, ძალიან ბევრი მწერდით მაშოზე” – დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს