LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რეალური ახალი წელი შემოდის… ამ კვირის სიზმრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“ – რა არ უნდა გავაკეთოთ 17 თებერვლამდე

665
ნუმეროლოგი

„დღის პოსტის“ ეთერს ესტუმრა ნინა სუსლოვა, რომელმაც ასტროპროგნოზი გაგვაცნო და ამ კვირის მნიშვნელოვან მომენტებზე გაამახვილა ყურადღება.

ნინა სუსლოვა:

„თებერვალი დატვირთულია სხვადასხვა მოვლენით. 17 თებერვალს არის მზის დაბნელება და რეალური ახალი წელის შემოსვლა. ეს პერიოდი, მოდი, არ ვიტყვი, რომ მძიმეა, მაგრამ საფრთხილოა და ყურადღებით უნდა მივუდგეთ. ყველაფერი, რისი დატოვებაც გვინდა წარსულში, მათ შორის, ნივთებიც, უნდა დავტოვოთ წარსულში. კარგი იქნება, რომ მოძველებულისგან გავთავისუფლდეთ, ან იმ ნივთებისგან, რომლებიც გვიდევს და არ ვიყენებთ… ჯერ არაფერ ახალს არ ვიწყებთ, ვემშვიდობებით ყველაფერს ძველს. კარგია სანთლების, საკმეველის დანთება, გავწმინდოთ სივრცე, სიმშვიდე, კომფორტი, წესრიგი არის მნიშვნელოვანი. კარგია, თუ დავაკვირდებით სიზმრებს, შეიძლება, მითითება და მინიშნება მივიღოთ. კარგია, დავაკვირდეთ, როგორ გვექცევიან ადამიანები, უნდა ვიყოთ დაკვირვებულები… სიზმარმა შეიძლება გვიბიძგოს ახალი ნაბიჯებისკენ. რაიმე ახალი ვალდებულების აღებაც არ იქნება კარგი. თუ ვინმეს ვაწყენინეთ, ან აქეთ გვაწყენინეს და გაბრაზებულები ვართ, ეს ნეგატივი უნდა დავამთავროთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g