ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მერაბ სეფაშვილის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
მომღერალმა ცნობილი ჰიტები ქართველ მომღერლებთან დუეტში ორკესტრის თანხლებით შეასრულა.
მერაბ სეფაშვილი მაყურებლის წინაშე უცნობი სიმღერებითაც წარდგა.
სწორედ ამიტომაც დაარქვა მომღერალმა დღევანდელ საღამოს „ის, რაც არ მიმღერია“.
მომღერლის სოლო კონცერტში მონაწილეობა მიიღო ტელეწამყვანმა და თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძემ, რაც მაყურებლისთვის დიდი მოულოდნელობა იყო.
„აბა, თუ იცნობთ“. – იკითხა მერაბ სეფაშვილმა ნიკას სცენაზე გამოსვლისას.
ნიკამ მაყურებლის ოვაციები დაიმსახურა.