„რეზო და ბავშვების“ კონცერტები საახალწლოდ სხვადასხვა რეგიონში იმართება.
ამჯერად მათ მსმენელი ბორჯომში გაახარეს, სადაც ხალხმრავალი ღონისძიება შედგა.
ჯგუფის სოლისტმა, რეზო ბლიაძემ გადაწყვიტა, ერთ-ერთი ჰიტი განსხვავებულად შეესრულებინა და სცენაზე კიბე გამოიტანა, რომელზე ამძვრალმაც ბედნიერმა გააგრძელა სიმღერა.