LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რიდლი სკოტის ახალ ისტორიულ დრამაში ბენ აფლეკისა და მეთ დეიმონის ცნობა შეუძლებელია

189
deimonafleck

კინოკომპანია 20th Century Studios ასრულებს მუშაობას ახალ ფილმზე სახელწოდებით „ბოლო დუელი“, რომლის პირველი თრეილერი ინტერნეტში დღეს გავრცელდა. რიდლი სკოტის ახალი ისტორიული დრამა ვასკვლავურ შემადგენლობას აერთიანებს. ფილმში მთავარ როლებს ბენ აფლეკი, მეთ დეიმონი, ადამ დრაივერი და ჯოდი კომერი ასრულებენ. აფლეკი და დეიმონი ფილმის სცენარისტებიც არიან.

სცენარი დაწერილია ერიკ ჯაგერის რომანის მიხედვით. სიუჟეტის ცენტრში რაინდი ჯან დე კარუჟია, რომელიც ბრძოლიდან დაბრუნების შემდეგ იგებს, რომ მისი ცოლი მეგობარმა გააუპატიურა. ის გადაწყვეტს, დახმარებისთვის მეფეს მიმართოს და ასე გადაუხადოს სამაგიერო ადამ დრაივერის გმირს.

რაინდის როლს მეთ დეიმონი, ხოლო მისი მეუღლის როლს ჯოდი კომერი ასრულებენ. ფილმის პირველივე კადრებიდან ჩანს, რომ ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი როლისთის საოცრად შეცვლილები არიან, რამდენიმე მომენტში მათი ცნობა შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები