საქველმოქმედო ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ ორგანიზებით, თბილისის დიდმა საკონცერტო დარბაზმა პოპულარულ ჯგუფს „რიკი ე პოვერი“ უმასპინძლა.
იტალიური დუეტის სიმღერები საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ, ამიტომ ჯგუფი ხშირად ჩამოდის თბილისში.
კონცერტზე ბენდთან ერთად დუეტმა რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერები შეასრულა და დარბაზი აამღერა.