სოფო ბედია „დღის პოსტს“ ესტუმრა და თავისი პირადი ცხოვრებისა და ქმართან, მიშა მესხთან დაკავშირებულ ამბებზე ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
სოფო ბედია:
ზოგადად, მიშას ვინც იცნობს, ფანტასტიკური იუმორი აქვს. სულ ვეხუმრები, ალბათ, ერთ-ერთი პირობა, რის გამოც შემიყვარდი, შენი იუმორი იყო-მეთქი. ჩვენი ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან, დაიწყო მეგობრობით, მახალისებდა, მაცინებდა, კაი ხასიათზე მაყენებდა, ასე კარგ ხასიათში ოჯახიც შევქმენით. ძალიან პოზიტიური ადამიანია. ძალიან უყვარს ჭამა, რაზეც ამ ბოლო დროს ვეჩხუბები, ვიზუალურ მხარეს თავი დავანებოთ, ჯანმრთელობის ამბავში ცოტა „შეივსო“. ვეჩხუბები იმასთან დაკავშირებით, რომ გახდეს, რადგან ჯანმრთელად იყოს. საკმაოდ არაჯანსაღად იკვებება…
მიშას ისეთი კარგი სიმთვრალე აქვს, ვეხვეწები, დალიე-მეთქი, უფრო გახსნილია ხოლმე, მაგრამ არ სვამს. სამეზობლოში ჰქონდათ მცდელობა, დაეთროთ სიძე-ბატონი, მაგრამ ყველა დაათრო და სწორად გამოიარა.