„დღის პოსტის“ ეთერში აჟღერდა სიმღერა, რომელიც მომღერალმა ქეთი ჩხაიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა.
მომღერალმა ისაუბრა სიმღერის შექმნის შესახებ და ასევე საკუთარ დამოკიდებულებაზე პატრიარქ ილია მეორეს მიმართ:
„მქონდა განცდა, რომ არასდროს დადგებოდა ეს დღე. ამაზე არ მინდოდა ხოლმე ფიქრი. ძალიან განვიცადე და დაახლოებით სამი დღე ცრემლი არ მიშრებოდა. გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს დავწერე სიმღერა, გამეღვიძა შუაღამისას და დავწერე ტექსტიც და სიმღერაც. მე და ზაზა გოჩიტაშვილმა ერთად ვიმუშავეთ სიმღერაზე და დავდეთ. ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ის იყო, რომ გლოვა და განცდები გადმომეტანა სიმღერაში. არ მინდოდა, სიმღერის ან ვიდეოს ჩაწერისას ავტირებულიყავი… თითქოს ჩემი ვალი იყო ეს… გლოვის გადმოტანა მელოდიაში. საერთოდ არ ველოდი, რაც ამ სიმღერის გამოქვეყნებას მოჰყვა. ატვირთვიდან ერთ საათში ჰქონდა ათასზე მეტი გაზიარება და კომენტარი. მოედო მთელ ქვეყანას… ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანის მხრიდანაც გაზიარდა… ალბათ, ათასობით კომენტარიდან იყო ორი-სამი ნეგატიური კომენტარი, ესეც გამიკვირდა, როდესაც ერი გლოვობს, მგლოვიარეს პატივი უნდა სცე…“
