LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა მეორე წუთზე გოლს უშვებ უკვე, ფსიქოლოგიურად არ ვიყავით, ჩემი აზრით, გავტყდით“ – ხვიჩა კვარაცხელია

162
2025-09-05_00-29-37_902049

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო-თურქეთის მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, მარცხის მიზეზი დაშვებული შეცდომები გახდა.

„დღევანდელი თამაში დავთმეთ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და დაწყებისას არ ვიყავით იმდენად კარგად კონცენტრირებულები და ამ ყველაფერმა დიდი გარდატეხა შეიტანა თამაში როცა მეორე წუთზე გოლს უშვებ უკვე, ფსიქოლოგიურად არ ვიყავით, ჩემი აზრით, გავტყდით“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-თურქეთის მატჩი ანგარიშით 2:3 დასრულდა.

ორი გოლის გატანა ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g