LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა ვმღერი, მამას ძირითადად სახეში ვუყურებ, სულ ამაზე ვნერვიულობ“ – რას ჰყვება სტეფანია მღებრიშვილი სტეფანეზე

249
სტეფანია მღებრიშვილი

გოგი გვახარიას საავტორო გადაცემის – „შვილის“ მორიგი ეპიზოდის სტუმარი მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის შვილი, ასევე ახალგაზრდა მომღერალი სტეფანია [ფანი] მღებრიშვილი იქნება.

გადაცემას მაყურებელი ერთ კვირაში იხილავს, მანამდე კი, ვრცელდება გადაცემის ანონსი, რომელშიც ფანი საკუთარ საყვარელ ინსტრუმენტზე საუბრობს და სცენაზე, მამასთან ერთად, მაყურებლის წინაშე პირველ გამოსვლას იხსენებს.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე – სიმღერის დროს რატომ უყურებს ყოველთვის მამას, ცდილობს დაიცვას ბალანსი თუ მისი შეფასება აინტერესებს, ფანი პასუხობს:

„ხო, როცა ვმღერი, ძირითადად მაგიტომ ვუყურებ ხოლმე. სულ ამაზე ვნერვიულობ… მამაჩემი, მით უმეტეს ჩემ მიმართ, ისეთია, რომ პატარა ფალსსაც არ გამიტარებს, იმიტომ რომ მამაჩემია, ამ შემთხვევაში მკაცრია.

სახეში ვუყურებ ხოლმე, თავს რომ დამიქნევს, ესე იგი ოკეი ვარ“, – ამბობს სტეფანია მღებრიშვილი.

ვიდეო: ცნობილი ჰიტი და დარბაზის ოვაციები – სტეფანე მღებრიშვილის შვილი, სტეფანია მამასთან ერთად ამღერდა

ვიდეო: „გაიღიმე“ – სტეფანე მღებრიშვილის და მისი შვილის შესრულება | ამღერებული დარბაზი და განსაკუთრებული ოვაციები, რომელიც მამა-შვილმა დაიმსახურა

შვილი: ფანიკო მღებრიშვილი – ანონსი

🎙️ „ჩემი ჯენ-Z შვილი დიდი ხანია თავის ჭკუაზე მატარებსო” – თქვა სტეფანე მღებრიშვილმა და თავის ქალიშვილს, სტეფანიას, იგივე “ფანის” დასთანხმდა სცენაზე მასთან ერთად ემღერა 🎶 “შვილის” ახალი ეპიზოდის გმირი სწრაფად გახდა პოპულარული. თუმცა 16 წლის ფანიკო აღიარებს, რომ ეს მშობლების დახმარების და რაც მთავარია, ნებართვის გარეშე გაუჭირდებოდა

Posted by რადიო თავისუფლება on ორშაბათი, 22 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g