22 აპრილს „თეატრში“ მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი გაიმართა. ქართველმა მუსიკოსმა, მომღერალმა და პროდიუსერმა ყველასათვის ნაცნობი და საყვარელ ჰიტები გააჟღერა. მათ შორის იყო ახალი სიმღერაც.
კონცერტზე მისული ადამიანების განსაკუთრებული ოვაციები „გაიღიმე“-მ დაიმსახურა, რომელიც სტეფანემ შვილთან ფანისთან ერთად შეასრულა.
1998 წლიდან დღემდე, სტეფანეს რამდენიმე ალბომი აქვს შექმნილი და 100-ზე მეტი სოლო კონცერტი გამართული. მისი ტურნეები ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობს, რადგან მომღერალი თაყვანისმცემლების ახალი ჰიტებით განებივრებასთან ერთად დასამახსოვრებელ შოუს ქმნის.