„იყო ბევრი გულმხურვალე მადლობა და მონატრებული ჩახუტება, იყო ბედნიერების და სიხარულის ცრემლები“, – ამ წარწერით აქვეყნებს ფეისბუკგვერდი „წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარი“ მამა თეიმურაზის ვიდეოს.
როგორც ჩანს, მამა თეიმურაზ ქორიძე სრულიად გამოჯანმრთელდა და ღვთისმსახურებას დაუბრუნდა.
„სახლში ყოფნისას, როდესაც გამომწერეს და უფრო მეტად გავეცანი ამ უზღვავ სიყვარულს, მივხვდი, რატომაც არ ვარ იქ და ვარ აქ.. მიყვარხართ“
„როგორც ყოველთვის ჩემი თხოვნა შეასრულა, იბრძოლა და დაბრუნდა“ – რას წერს მამა თეიმურაზ ქორიძის მეუღლე
ცნობისთვის, 30 სექტემბერს, ბესიკ გამყრელიძის მიერ გავრცელებულ პოსტში, აღნიშნული იყო, რომ ახალგაზრდა მოძღვარი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზს ფილტვების დაზიანება ჰქონდა.