LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ დაიკლო ავთანდილ ცქვიტინიძემ 30 კილო: „რაღაც პერიოდი არ მომწონდა ჩემი თავი, ვიზუალიდანაც ამოვარდნილი ვიყავი, წონაც სხვა იყო…“

838
ავთანდილი

გადაცემას „სარკასტიკა“ ესტუმრა დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, როგორ შეცვალა თავისი ცხოვრება რადიკალურად და როგორ დაიკლო 30 კილო:

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეტაპზე გავიცნო ჩემი თავი. რაღაც პერიოდი არ მომწონდა ჩემი თავი, ვიზუალიდანაც ამოვარდნილი ვიყავი, წონაც სხვა იყო. თითქოს ვიყავი ჩემი ცხოვრების მაყურებელი ვიყავი და არა თანამონაწილე. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, რომ ამ პერიოდში შევსულიყავი. ბევრი კითხვა დავუსვი ჩემს თავს. გადავწყვიტე, დავბრუნებოდი ძველ ავთოს, რომელიც სულ ვარჯიშობდა და სულ ენერგიაზე იყო. მაქვს შედეგი – მინუს 30 კილო… ვარ 52 წლის… დილის შვიდ საათზე ვდგები, ვიწყებ ვარჯიშს, საკუთარი თავის მოტივირებას, მერე ვფიქრობ, რა ჩავიცვა… მინდა ამ ყველაფრის გადაღება, მაგრამ ჯერ ვერ მოვიფიქრე ბოლომდე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g