ჰიპ-ჰოპ არტისტსი, კანიე უესტი ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური ვარსკვლავია. რელიგიურ თემატიკაზე დაყრდნობით, რეპერის არაერთი უცნაური ფრაზა და წამოწყება გვახსოვს. უესტის უკანასკნელი ამბიციური განაცხადი აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაა. როდესაც გვგონია, რომ მისგან აღარაფერი გაგვიკვირდება, კანიე საზოგადოების გაოცებას კვალავ ახერხებს.
რამდენიმე დღის წინ რეპერის მეუღლეს, რეალითი შოუს ვარსკვლავს, კიმ კარდაშიანს 40 წელი შუსრულდა. მისმა მეუღლემ მას წარმოუდგენლად უჩვეულო საჩუქარი აჩუქა. კანიე უესტმა კიმს 2003 წელს გარდაცვლილი მამის, რობერტ კარდაშიანის ჰოლოგრამული გამოსახულება გადასცა.
„შეხედე საკუთარ თავს, როგორ გაზრდილხარ კიმ“ – ამბობს რეალისტურად გაცოცხლებული რობერტი.
აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. „კანიემ გარდაცვლილი სიმამრი გააცოცხლა“, „ყველაზე საშინელი საჩუქარი“, „რა საშინელებაა“, „შემაძრწუნებელია“, „კანიეს ფანტაზიას საზღვარი აქრ აქვს“ – წერენ კომენტარებში.
თუმცა, კიმი მეუღლის უჩვეულო საჩუქარმა საოცრად გააბედნიერა: „განსაკუთრებული საჩუქარი ზეციდან, მე მას თვალს ვერ ვწყვეტ, ის ისეთი რეალისტურია“– წერს გახარებული კარდაშიანი.

