LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ მიმდინარეობს ე.წ „ღორის გრიპი“ ორსულებში – რა სიმპტომებით ხასიათდება A და B ტიპის ვირუსი

217
2025-12-23_23-19-53_930063

ექიმი ინფექციონისტი, მალვინა ჯავახაძე, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” სეზონური ვირუსებისა და დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ საუბრობს:

„კორონავირუსზე მეტად, ორსულებში სერიოზულად და მძიმედ გრიპი მიმდინარეობს. ამიტომაცაა, რომ პირველი რიგის ასაცრელ კონტინგენტში ორსულებია. გრიპის ვაქცინა ეფექტური, გამოცდილი, უსაფრთხო, დიდი ხნის ისტორიის მქონეა. ახლა უკვე ოთხკომპონენტიანია. მე, პირადად, რომლითაც პრეპანდემიური აფეთქების პერიოდში ავიცერი გრიპის ვირუსზე, ოთხკომპონენტიანი, რომელშიც ესეც შედის, H3, H1 და ორი B შტამი.

რატომ მოიმატა პაციენტების ჰოსპიტალიზაციამ? – ცხელებას ვერ მართავენ, იყენებენ ცხელების საწინააღმდეგო საშუალებას და პირიქით, უფრო მაღალი აქვთ. ზემო სასუნთქი გზების სრული დატვირთვა, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი აღენიშნებათ, სატურაცია დაბალი აქვთ. თითქოს, პნევმონიის ნიშნები აქვთ, მაგრამ ფილტვების ანთება არ აღმოჩნდება“, – ამბობს მედიკოსი.

რა სიმპტომებით ხასიათდება და რამდენი დღე მიმდინარეობს H1N1 ე.წ „ღორის გრიპი“ – ინფექციონისტის განმარტება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g