LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ მოამზადა ქართველმა ბიჭმა ხინკალი მე-16 საუკუნის შატოში საფრანგეთში

114
shato

ლევან ცხადაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს საინტერესო ვიდეოს, თუ როგორ ამზადებს ფრანგი მეგობრისთვის ხინკალს და მის მცირე ისტორიასაც აცნობს ვიდეოს მნახველებს. „ეს არის ერთ-ერთი განმაცხვიფრებელი რამ, რაც კი ცხოვრებაში მინახავს“, აღნიშნავს უცხოელი. ლევან ცხადაძე კი წერს, რომ მე-16 საუკუნის შატოში ხინკლის მომზადება მასპინძლის იდეა იყო.

„რამდენიმე კვირის წინ, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემს მეგობარ სტეფანი ჯარვისს თავის სასახლეში ვეწვიე, რომელიც მე-16 საუკუნეშია აშენებული და თავადი მარკიზის ოჯახს ეკუთვნოდა, რომელიც სხვათა შორის თავად შემოუძღვა მარია ანტუანეტს ავსტრიიდან საფრანგეთში.

ასევე ჟორჟ სანდსაც გაუტარებია რამდენიმე დღე ამ სასახლეში და ლუი XIV-ს დროს უამრავ მუშკეტერს.

დღეს სასახლეს მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ დასასვენებლად და ბუნებაში სასეირნოდ.

სტეფანის იდეა იყო, რომ ქართული კერძები მომემზადებინა თავისი იუტუბის ვლოგისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g