LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ სახლში ცხოვრობს მოდელი კრისტი ყიფშიძე: „აქ თავს დაცულად ვგრძნობ… ჩვენს სახლში დგას პიანინო, რომელიც ნატალიას ბებიას, ლელას ფარაჯანოვმა აჩუქა…“

170
კრისტი ყიფშიძე

„ტვ პირველის“ გადაცემა „დილის ლაივი“ და გოგოლა კალანდაძე მოდელ კრისტი ყიფშიძეს კერძო სახლში ესტუმრნენ.

„ეს არის ჩვენი ეზო, რომელსაც უვლიან დედაჩემი, მებაღე და კომპეტენტური ხალხი. ზეთისხილის ხე მე მოვიტანე, ვეხმარებოდი დარგვაში. რაც დავიბადე, მას მერე ამ სახლში ვცხოვრობ, უკვე 48-ე წელია. ისე, ეს სახლი ბაბუაჩემმა ააშენა 60-იანი წლების დასაწყისში. აქ ვცხოვრობთ მე, ნატალია, ჩემი მშობლები და კატა. ჩემი დაც აქვე ახლოს ცხოვრობს და ოჯახთან ერთად ხშირად არის ჩვენთან.

სადაც უნდა წავიდე, სულ მენატრება სახლი. ძალიან დაცულად ვგრძნობ სახლში თავს…

აქ არის რაღაცები, რაც თავიდანვე იყო, მაგალითად, ჭაღები. თვითონ სახლი დიდად არ შეცვლილა. ბევრჯერ გაკეთდა რემონტი. ბოლო დროს ამ სახლის დიზაინერი დედაჩემია. ხშირად მხატავენ ცნობილი მხატვრები და მერე ჩემს პორტრეტებს მჩუქნიან. ეს პიანინო არის ნატალიასი, რომელიც გიორგის დედამ, ლელამ აჩუქა, ლელას კი აჩუქა ფარაჯანოვმა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g