როგორ შეიკავო თავი, როდესაც პირდაპირ ხელები გექავება რომ დაარტყა ბავშვს!? – ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს.
„როდესაც ბავშვს ხელით ვეხებით და ვცემთ ეს მას ძალიან აზიანებს. სასურველია, რომ ამისგან თავი შეიკავოთ. ხელით შეხება ბავშვის ღირსების გრძნობას ძალიან აზიანებს. განსაკუთრებით, როდესაც სახეში ვურტყამთ ბავშვს. ასეთ კრიტიკულ მომენტებში გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ეს ძალიან ამშვიდებს.
ეს ხელს შეგიწყობთ რომ მაქსიმალურად თავი შეიკავოთ ხელით შეხებისგან. მნიშვნელოვანია ასევე გავიაზროთ საიდან მოდის ეს აგრესია. მაგალითად როდესაც ვერ გამოვხატავთ ჩვენს ემოციებს ვინმეს მიმართ, ეს გადმოდის შემდეგ აგრესიაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლის როლიდან გამოხვიდეთ და ეს დაგროვილი აგრესია ბავშვზე არ გადაიტანოთ“, – ამბობს ნინო კანდელაკი.
