LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ უნდა ჩავაცვათ ჩვილს – პედიატრი გვირჩევს, როგორ შევარჩიოთ ტანსაცმელი სეზონის, ამინდისა და დღის რეჟიმის მიხედვით

157
2025-10-18_00-46-51_556022

პედიატრი ეკა გეთია გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ჩვილების ჩაცმულობის შესახებ საუბრობს.

გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, რომელიც ბევრ დედას გამოადგება:

„ჩვილის ანატომია ნამდვილად განსხვავდება ზრდასრული ადამიანისგან. ამიტომაც ჩაცმის სტილიც განსხვავებულია. შეიძლება თუ არა წინდა წინდაზე რამდენიმე ფაქტორია. დღენაკლულ ბავშვს სითბოს დაკარგვა ადვილად შეუძლია და ამ შემთხვევაში შესაძლოა სწორი იყოს. თუმცა მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურა.

ბავშვის ჩაცმის სტილი ასაკის მიხედვით იცვლება. 6 თვის მერე, მეტად თავისუფალი ჩაცმა მოდის.

ჯანმრთელ ახალშობილს წინდა წინდაზე არ უნდა ჩავაცვათ. პატარამ შესაძლოა მოიკაწროს სახე და ამ მიზნით შესაძლოა ხელთათმანები ჩამოვაცვათ, მაგრამ კიდურების დაფარვა აუცილებელი და სასურველი არ არის.

თუ ბავშვი დღენაკლული არ არის და მას რაიმე ქრონიკული დაავადება არ აქვს, ქუდი სასურველი არ არის. ამან შესაძლოა გაოფლიანება და თმის ცვენა გამოიწვიოს. ბავშვთა სამოსში უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ ქსოვილებს.

შალის გამოყენებაც ხდება საჭირო, როდესაც საქმე გვაქვს დღენაკლულ ახალშობილთან. როდესაც ბავშვს ხელებიც და ცხვირიც თბილი აქვს, ესე იგი მას არ სცივა და ნორმალური ტემპერატურა აქვს.

რაც შეეხება საძილე ტომარას, ვფიქრობ სასურველი არ არის, რადგან უმჯობესია ბავშვი თავისუფლად იყოს და არაფერმა შებოჭოს“, – ამბობს პედიატრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g