ნინო ლეჟავა გადაცემას „პირველი სტუდია“ სტუმრობდა, სადაც გულახდილად ისაუბრა.
მსახიობმა გადაცემაში მეოთხე შვილთან დაკავშირებით მოჰყვა და აღნიშნა, რომ მის მოშორებას ურჩევდნენ.
„როგორ ვითარებაშიც მეოთხე შვილი გავაჩინე, ეს იყო საოცრება…მეუბნებოდნენ მოიშორე, მოიშორე, მოიშორე, როგორ რისკავ? ჩემიანი, სხვისიანი, უახლოესი მეგობარი, დედა…რა ვიცი, ყველა. მივხვდი, მე თუ ამას გავაჩენდი, ყველაფერი წავიდოდა სხვანაირად და თუ ღმერთს უნდა ამ ბავშვის გაჩენა, ყოველთვის მომცემს იმის ლუკმას,“ – თქვა ნინო ლეჟავამ.
