Beauty Talks-ის სტუმარი გია გვარამია იყო, რომელმაც სილამაზის ახალ სტანდარტებზე ისაუბრა.
პლასტიკური ქირურგი ამბობს, რომ დღეს აქტუალური აღარ არის ხელოვნური ფორმები — პირიქით, პაციენტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ბუნებრიობას.
„ახლა დაშლა უნდათ ფილერის, იპატარავებენ ტუჩებს, ასევე მკერდს, ძალიან მომწონს ეს სტანდარტი,“ – აღნიშნა წამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა.
„მოგწონთ იმიტომ, რომ ბუნებრიობასთან ახლოს არის…როგორც იქნა…ყველა მიდის საბოლოოდ იქამდე, რომ ადამიანი უნდა გამოიყურებოდეს კარგად, ბუნებრივად და კარგად და არა ისე, რომ ხელოვნურობის ელემენტით, აი დაინახავ, ამას წარბები აწეული აქვს, სახე აქვს გადაჭიმული და ა.შ.“-აღნიშნა გია გვარამიამ.
