მომღერალი თამარ ალადაშვილი თავის 4 თვის პატარა გოგონასთან, ნუკასთან ერთად „პოსტალიონს“ ესტუმრა.
უსაყვარლესმა გოგონამ გადაცემის წამყვანების გულები სტუდიაში შესვლისთანავე დაიპყრო.
„ნუკა სულ ამ ხასიათზეა, გადაბრუნდება და დაიძინებს, თუ ეძინება. ჯერ ვერ დადის, თორემ ალბათ თავად შევიდოდა ოთახში და დაიძინებდა. ნათლობა გვქონდა და მამიკოსთან ერთად პირველი ვალსი იცეკვა. უკვე მამა დაიძახა ორჯერ. დედიკოსა და მამიკოს თანაბარი ჩართულობა გვაქვს, ნათლიების ჩართულობაც გვაქვს, ვერ ძლებენ მის გარეშე. მე ოთხი საათი სამსახურში გავიქცევი ხოლმე და ერთი სული მაქვს, უკან გამოვიქცე…“, აღნიშნავს მომღერალი.
🔵 როგორ დედაა თამარ ალადაშვილი – გაიცანით მომღერლის 4 თვის შვილი, ნუკა, რომლის პირველი სატელევიზიო სტუმრობა „პოსტალიონში“ შედგა
Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on Tuesday, April 23, 2024