მარიამ შარმანაშვილი თავისი დედამთილის, ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის შესახებ გვესაუბრება.
როგორც მარიამი აღნიშნავს, სოფი ლორენი უშუალო და თბილი ადამიანია.
„ძალიან უშუალო, მოსიყვარულე და თბილი ადამიანია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი ადამიანის ოჯახის წევრი გავხდი“, – ამბობს მარიამი.
შეგახსენებთ, 26 ივლისს, ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის უფროსი ვაჟის, 56 წლის კარლო პონტი უმცროსისა და 34 წლის მარიამ შარმანაშვილის ქართულ-იტალიური სიყვარულის ისტორია ტრადიციული ქართული ქორწილით დაგვირგვინდა.
წყვილი თაფლობის თვეს პუერტო რიკოში ატარებდა. შემდეგ კი საფრანგეთში, პარიზში გადაინაცვლეს.
„შენ ხარ ჩვენი სინათლე, სიცოცხლე და სიყვარული“ – ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი იუბილარია