LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორი იქნებოდა „ვეფხისტყაოსანი“ ჰოლივუდის მსახიობების მონაწილეობით – ნახეთ გიგი კურტანიძის მიერ შექმნილი ტრეილერი

562
ვეფხისტყაოსანი

ორი დღეა, ქართული ინტერნეტსივრცე „ვეფხისტყაოსნის“ ტრეილერმა მოიცვა – ის ციფრულმა მარკეტერმა, გიგი კურტანიძემ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნა.

ტრეილერს სოციალურ ქსელში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ტრეილერის მიხედვით, პოემის მთავარ პერსონაჟებს ჰოლივუდის მსახიობები განასახიერებენ:

ტარიელი – ჰენრი კავილი;
ავთანდილი – პედრო პასკალი;
ნესტანი – ზენდეია;
თინათინი – ნატალი პორტმანი;
ფრიდონი – მაიკლ ბ. ჯორდანი;
მეფე როსტევანი – ენტონი ჰოპკინსი;
მეფე ფარსადანი – მადს მიკელსენი;
ფატმანი – სიდნი სუინი.

„ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ვეფხისტყაოსანზე ფილმი გადაეღოთ. დღეს კი ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ეს ოცნება ვიზუალურად გავაცოცხლე და თქვენც გიზიარებთ.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რუსთაველის გენიას მხოლოდ მაღალბიუჯეტური, ჰოლივუდური მასშტაბები თუ გაუტოლდებოდა.

ეს არ არის მხოლოდ პოემა, ეს არის სამყარო, რომელიც თავისი ფილოსოფიითა და ვიზუალით ნებისმიერ თანამედროვე ბლოკბასტერს უსწრებს“, – წერს ციფრული მარკეტერი, გიგი კურტანიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g