LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ სტურუა: „30 წელია „ვეფხისტყაოსანზე“ ვმუშაობ.. თუ დავდგამ, რასაკვირველია, ყველას დაგემშვიდობებით – დამკლავენ, ჩამქოლავენ და მომკლავენ“

323
Untitled design (1)

„დაახლოებით, 30 წელია „ვეფხისტყაოსანზე“ ვმუშაობ. ის გენიალური პოეზია სცენაზე უნდა გადავიტანო“, – ამის შესახებ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრის დროს განაცხადა.

როგორც რობერტ სტურუამ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, „იცის, რომ სასაკლაოზე მიდის“:

„თქვენ უნდა ნახოთ რაღაც ადეკვატური იმ გენიალური კაცის პოეზიის, რომელიც ამ პოემაშია. შეიძლება დავდგა, შეიძლება არა. თუ დავდგამ, ვიცი სასაკლაოზე მივდივარ, ყველა მომკლავს.

თუ მას დავდგამ, რასაკვირველია, ყველას დაგემშვიდობებით, დამკლავენ, ჩამქოლავენ და მომკლავენ, რადგან ყველას თავისი „ვეფხისტყაოსანი“ აქვს. ყველას ჰგონია, რომ მოვლენ რუსთაველის თეატრში და ნახავენ ზიჩის, ან ქობულაძის ილუსტრაციებს. აქ იქნება რუსთაველის თეატრის ვერსია. თუ კითხულობ „ვეფხისტყაოსანს“, იქ იბადება, სახიერი ხდება ეს პოემა.

პირველი ვერსია გასულ საუკუნეში გავაკეთე, 2000 წელს ვუახლოვდებოდით. ყველაფერი მქონდა კომპიუტერში, მაშინ კომპიუტერი ძვირი და იშვიათი იყო და მომპარეს. ზღვაზე ვისვენებდი. საოცრად მომპარეს“, – აღნიშნა რობერტ სტურუამ.

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ჩართვა გადაცემაში „იმედი LIVE“

• „30 წელია „ვეფხისტყაოსანზე“ ვმუშაობ. თუ დავდგამ, რასაკვირველია დაგემშვიდობებით ყველას – დამკლავენ, ჩამქოლავენ“ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ჩართვა გადაცემაში „იმედი LIVE“

Posted by TV Imedi on კვირა, 03 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები