LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როლანდ ოქროპირიძემ კახეთში სათევზაო მეურნეობა გააშენა: „უფრო მეტად მინდა ჩემს შვილებთან ურთიერთობა და ზოგჯერ არ გამომდის…“

1959
როლანდ ოქროპირიძე

„პოსტალიონის“ ეთერს მსახიობი როლანდ ოქროპირიძე ესტუმრა და თავის საქმიანობასა და პირადზე ისაუბრა. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, როლანდი „პოსტალიონის“ გუნდის წევრი გახდა და გადაცემას კვირაში რამდენჯერმე გაუძღვება.

მსახიობმა აღნიშნა, რომ ძალიან ლამაზ ადგილას აქვს, კახეთში, აქვს საკუთარი კუნძული, „სათევზაო მეურნეობა, სადაც ადამიანები ერთობიან ძალიან კარგად, ოჯახებით, ბავშვებით, თევზს იჭერენ და პიკნიკობენ. ორი წელია, ცოტა უყურადღებოდაა იქაურობა, სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს. მსახიობის შემოსავლით ცხოვრება ცოტა ძნელია, როცა ბავშვები გყავს. მამისგან ეს ადგილი მერგო და მოვიფიქრე, რა უნდა გამეკეთებინა. კახეთში ზოგადად ცხელა, მაგრამ ჩემთან არ ცხელა, ზღვის დონიდან 800 მეტრზე ვართ.

ჩემი შვილები პატარები არიან, მეხმარებიან ხოლმე ბიჭები, გოგონები მცირე ასაკის არიან. ოთხი შვილი მყავს, ორი ბიჭი და ორი გოგო. სხვათა შორის, კიდევ მინდა, რომ მყავდეს. ამას წინათ დამისვეს კითხვა, როგორი მამა ვიყავი და წავაგე „სიცრუის დეტექტორში“, ვუპასუხე, ცუდი მამა ვარ-მეთქი, მაგრამ გაირკვა, რომ კარგი ვარ. უფრო მეტი მინდა ჩემს შვილებთან ურთიერთობა. ზოგ მათგანთან ვერ ვახერხებ და გული მწყდება ამასთან დაკავშირებით. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს სეირნობა, მე – ნაკლებად, უფრო სახლში მიყვარს ყოფნა. ვსეირნობთ ხოლმე, ტყეში, მიყვარს ნადირობა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g