„პოსტალიონის“ ეთერში მისი წამყვანები, ზურა მანჯავიძე, თინა ჯოხაძე, როლანდ ოქროპირიძე სიმღერას „მაჭარია, მაჭარია” ერთობლივად ასრულებენ.
მათმა ტრიომ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და გამოხმაურებებიც მოჰყვა:
„როლანდი უხდება სიმღერას, თუ სიმღერა მას, ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან კარგი მოსასმენია, ყველაფერს იხდენს ეს ნიჭიერი კაცი, სიმღერასაც, ლექსსაც და მსახიობობასაც…“
„როლანდ, კახეთის სიამაყე ხარ და მთელი საქართველოსთვის. წარმატებები, იმრავლოს ჩვენმა ერმა, თქვენნაირი ვაჟკაცებით…“
„როლანდის ხმამ განსაკუთრებული ელფერი შესძინა, დიდხანს სიცოცხლე, როლანდ ბატონო…“