LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რომ მივუახლოვდი, დამეწყო გულის ბაგა-ბუგი…უცბად გამახსენდა ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემზე წერდა, რომ მშობლებს ვღალატობდი..მე ვიცოდი, რომ მყავდა მამა, მაგრამ მან არ იცოდა ბავშვის არსებობა, ეს მისთვის იყო მოულოდნელი და დიდი შოკი“ – თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მამასთან შეხვედრას იხსენებს

315
თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბიოლოგიური მამა იპოვა, მასთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.

თამუნა „მთავარი არხის“ სტუმარი იყო, სადაც იმ ემოციებზე მოჰყვა, რომელიც მამასთან შეხვედრისას განიცადა.

„გზაში ვერ ვფიქრობდი ვერაფერზე, კონცენტრირებული ვიყავი, რომ მალე უნდა ჩავსულიყავი.

რომ მივუახლოვდი, დამეწყო გულის ბაგა-ბუგი…უცბად გამახსენდა ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემზე წერდა, რომ მშობლებს ვღალატობდი.

მაგ დროს ვფიქრობდი, აი ახლა რომ გადავალ მამას ხომ არ ვღალატობთქო.

ერთადერთი რაზედაც მაშინ ვფიქრობდი, იყო ეს შეგრძნება…

სახლს ვერ მივაგენით და დავიწყეთ მეზობლებში კითხვა.

ჩემი საყვარელი ფერი არის სტაფილოსფერი, რაც კი კაბა, ჩანთა გამაჩნია ყველაფერი არის სტაფილოსფერი. რომ ჩავედით, მეზობელს ვკითხე გურგენ ხორავა სად ცხოვრობს მეთქი და აი იქ სტაფილოსფერი სახლი რომ დგას, ის არის გურგენ ხორავასიო.

პირველი რაც ვკითხე იყო ის, თუ რატომ იყო სახლი სტაფილოსფერი და მიპასუხა, რომ სტაფილოსფერი მისი საყვარელი ფერია და თვითონ შეღება სახლი ამ ფერად.

მე ვიცოდი, რომ მყავდა მამა, მაგრამ მან არ იცოდა ბავშვის არსებობა. ეს მისთვის იყო მოულოდნელი და დიდი შოკი, შეიძლება დღემდე ვერ არის ამ მდგომარეობიდან გამოსული,“ – აღნიშნა თამუნამ.

ვიდეო: თამუნა მუსერიძე: „ჩემმა ქმარმა ძალიან ივაჟკაცა, რომ ჩემს ახლად გაცნობილ ნათესავებთან დაახლოება გამმარტივებოდა… ადამიანის გვერდში დგომას დიდი მნიშვნელობა აქვს…“

ვიდეო: რატომ ვერ ჰყვება ბიოლოგიური მშობლების შესახებ ინტერვიუში თამუნა მუსერიძე: „ერთი ქალბატონის ფოტო გავრცელდა და წერია, რომ ის დედაჩემია…“

„გოგოები მამებს რომ ემსგავსებიან ხოლმე, ცოცხალი მაგალითი ხარ“, „მამის ასლი ხარ“ – თამუნა მუსერიძე მამის ახალგაზრდობის ფოტოს გვიზიარებს

ვიდეო: თბილი ფოტო დასთან ერთად და მეუღლის მხიარული აჭარული ცეკვა – თამუნა მუსერიძე სამეგრელოდან კადრებს გვიზიარებს

„დასაც შევხვდი“ – თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დასთან პირველი შეხვედრის კადრებს აქვეყნებს

„ზუსტად ათი წუთია რაც ჩამოვედი და უკვე ჯორკოზე დამსვეს და ხელში სანაყი მომცეს, უნდა დანაყოო“ – თამუნა მუსერიძე დის სახლიდან სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g