LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რომა რცხილაძის შემოქმედებითი საღამო, ვარსკვლავის გახსნა და კომპოზიტორის არაჩვეულებრივი მელოდები, რომლებმაც დროს გაუძლო

1207
რომა რცხილაძე

4 ივნისს, თბილისის დიდ საკოცნერტო დარბაზში, ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, რომა რცხილაძის ვარსკვლავი გაიხსნა და მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

რასაკვირველია, ინსტრუმენტთან თავად საღამოს მთავარი გმირი იჯდა, დარბაზში კი ერთი-მეორეს მიყოლებით იღვრებოდა შესანიშნავი მელოდიები, რომლებიც კომპოზიტორმა ქართული სიმღერების რეპერტუარს წლების მოღვაწეობის განმავლობაში შესძინა. მაყურებლის საყვარელი ჰიტები ავტორ-შემსრულებელმა სხვადასხვა ცნობილ მომღერალთან ერთად წარმოგვიდგინა.

რასაკვირველია, მუსიკოსმა სოლოშესრულებაც შემოგვთავაზა, როგორც პიანისტმა და თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი „წმინდა ხატებს“ ემოციურად შეასრულა…

სცენაზე რცხილაძეს შეუერთდა უსაყვარლესი პატარა ვარსკვლავი, ოთო ბაზერაშვილი და „ნოსტალგია“ კომპოზიტორთან ერთად იმღერა.

ვარსკვლავის გახსნის შემოქმედებით საღამოზე კიდევ ერთი პატარა მომღერალი ვიხილეთ, რომელმაც კომპოზიტორს პარტნიორობა გაუწია სიმღერის „შენი თვალების ფერი“ შესრულებისას. ეს გახლდათ ნიკოლოზ ხარატი…

„ჭადრაკის დაფა“ კიდევ ერთი კომპოზიციაა, რომელიც რომა რცხილაძის შემოქმედებიდან „რანინას“ ვარსკვლავების კვარტეტმა წარმოგვიდგინა მოცეკვავეების ჯგუფთან ერთად.

სცენაზე ვიხილეთ ანსამბლი „ქართული ხმები“…

შესრულდა რომა რცხილაძის და ახალგაზრდა შემსრულებლის, მარიამ მამისმედიშვილის უახლესი დუეტი „მისი იდუმალება”.

მათმა შესრულებამ მაყურებელი აღაფრთოვანა.

რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია რომა რცხილაძე „ნატვრის ხის“ გარეშე…

საღამოს დასრულების შემდეგ, ფილარმონიის წინ, რომა რცხილაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ავტორ-შემსრულებელმა ცრემლები ვერ შეიკავა და ამ ფაქტით ბედნიერება არაერთხელ გამოხატა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g