„კოტკასტს“ სტუმრობდა ცნობილი ექიმი-დიეტოლოგი, ნატა გაგუა, რომელმსაც ისაუბრა ერთგვარ ხრიკზე, დესერტის მირთმევის შემთხვევაშიც როგორ შეიძლება წონის შენარჩუნება:
„როცა სადღაც მივდივარ და ველოდები განსაკუთრებულ დესერტს, სახლში უნდა მივირთვა დიდი პორცია ბოსტნეული, კარგია მწვანე ფერის ბოსტნეული, თუ არ გაქვთ, მაშინ სტაფილო, სალათის ფოთოლთან ერთად, ცოტა დიდი დოზით, 200 გრამი მაინც. სტუმრად მისვლის შემდეგ უნდა მიირთვათ ხორცი, თევზი, ან კერძი – კვერცხით ან ყველით. დესერტამდე გადის დრო. როცა დესერტი შემოაქვთ, მერწმუნეთ, ვერასდროს მიირთმევთ იმდენს, რამდენიც ჩაფიქრებული გქონდათ. რომც ჭამოთ, მაინც ვერ შეიწოვს ისე, როგორც სხვა დროს…“
