LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რთულია გავიაზრო თუ რამხელა რამ მოხდა ჩემს საცეკვაო კარიერაში.. ყველაზე ახალგაზრდა წამყვანი სოლისტი ვარ“ – 22 წლის გიორგი ფოცხიშვილი ნიდერლანდების ნაციონალური თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა

332
Untitled design (1)

22 წლის გიორგი ფოცხიშვილი ნიდერლანდების ნაციონალური თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა.

„გიორგი არის ფენომენალური ნიჭით მოცეკვავე, რომელსაც იშვიათად შეხვდებით… წარმოუდგენელი ნახტომით და შესანიშნავი ტექნიკით“ – ასე აფასებს ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი მის ცეკვას.

გიორგიმ თავის წარმატების შესახებ „იმედის დილაში“ ისაუბრა.

„რთულია გავიაზრო თუ რამხელა რამ მოხდა ჩემს საცეკვაო კარიერაში.. ყველაზე ახალგაზრდა წამყვანი სოლისტი ვარ..

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ შრომა დამიფასდა, თუმცა მე წოდებებს არ ვაქცევ დიდ მნიშვნელობას,“- ამბობს გიორგი.

ვიდეო: გიორგი ფოცხიშვილის სრული ტრიუმფი ამსტერდამ ოპერაში: „ფარდა რამდენჯერმე გაიხსნა და დაიხურა…“

ქართველი ბალეტის მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი ალექსანდრა რადიუსის 2023 წლის პრიზის მფლობელი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები