LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რუსები წაიყვანეთ ბიჭო, ჩვენ ნუ გვაკავებთ“ – ნიკა მელია თანამებრძოლებთან ერთად გვიან ღამით ყვარელში ჩავიდა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვის შვილი და ოჯახის წევრები იმყოფებიან

3419
fot

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გვიან ღამით ყვარელში ჩავიდა და სიტუაციის გარკვევას ადგილზე შეეცადა.

მელია ყვარელში თანამებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა.

ისინი იმ სასტუმროსთან მივიდნენ, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვის შვილი და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

როგორც ვიდეოდან ვიგებთ, მას შემდეგ რაც აქტივისტები სასტუმროსთან მივიდნენ, ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ნიკა მელიას მოუწოდებდნენ დაეტოვებინა აღნიშნული ტერიტორია, რადგან ის კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, რაზედაც ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ის კერძო საკუთრებაში შესვლას არ აპირებდა.

„ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს აი ამ ხალხმა, ვინც ამ სასტუმროში გყავთ, რა კერძო საკუთრებაზე მელაპარაკებით? შეიძლება ახლა რომელიმე უკრაინაში მებრძოლი ქართველი გვიყურებს და ზუსტად იმ ხალხს ეომება, ვინც უკრაინაში შეიჭრა და შენთან შემოიჭრა, ბევრი მოგვიკლა და ბევრი წაგვართვა. ეს ყველაფერი ამ ხალხმა გააკეთა.

აქ ჩვენ არ მოვსულვართ რიგითი რუსი მოქალაქის გასაპროტესტებლად, ერთი პუტინი გაკლიათ ხალხო. ამის ფონზე მეუბნებით, რომ კერძო საკუთრებაში შემოვიჭერი? უხერხულია,“ – ასე მიმართა ნიკა მელიამ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს.

მელიამ ასევე აღნიშნა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ადგილზე ლავროვის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

„დაადასტურეს, აქ არიანო, ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება გაგვეგო,“ – აღნიშნა ნიკა მელიამ.

 

„ლავროვის შვილის სტუმრობა არ შეესაბამება სიმართლეს” – სასტუმრო „ყვარლის ტბა” განცხადებას ავრცელებს

„ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ ლავროვის შვილის სტუმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

„როცა ტერიტორიას გართმევს, გბომბავს, შენს მოქალაქეებს საქონელივით ექცევა, როცა 200 წელი მონობაში გაატარე და მაინც თვლი, რომ ბაბა უნდა დაუძახო, მომავალი არ გაქვს!!!” – მაია ასათიანი

„გაიღვიძე საქართველო, გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია” – მამუკა ხაზარაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g