მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია, – აღნიშნულის შესახებ პარტია „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს ქართველების გარეშე მივიღებთ.
„გაიღვიძე საქართველო! გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია – ანექსია მარტო ტანკი არ არის. სასწრაფოდ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესდეს! ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს ქართველების გარეშე მივიღებთ!”, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოსკოვიდან პირველი ავიარეისი დღეს შესრულდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა
. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.
Georgian Airways-ის ოფისს მოქალაქეებმა კვერცხები ესროლეს