თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი.
მისი თქმით, მსგავსი კითხვების დასმა მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში „გლობალური ომის პარტია“ არსებობს, რომელიც ქვეყნის „უკრაინიზაციას“ ცდილობს.
„არის თუ არა რუსეთი მტერი, ეს არის სპეკულაციური შეკითხვა, რომლის მიზანიც ესკალაციაა.
სერგეი გავრილოვი: „ვფიქრობთ, ავიამიმოსვლის განახლების შემდგომი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება“
„ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე, დემოკრატიული პრინციპების დაცვა მიუთითებს. ჩვენს ხალხებს აქვთ მჭიდრო კავშირები.“
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს. რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია, მაგრამ თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ დღეს, 19 მაისს პირველი რეისი ჩამოფრინდა, რომელიც კომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა.
აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობდა.
ვიდეო: „დავიძარით.. არა რუსულ ფრენებს“ – ავტოკოლონებით აეროპორტისკენ მსვლელობა დაიწყო
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გასაპროტესტებლად დღესვე, თბილისში, პარლამენტთან 20:00 საათზე კიდევ ერთი აქცია სახელწოდებით – „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ გაიმართება.