LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავი დაეშვა – რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის დაჯდომა შამპანურით აღნიშნეს

244
BeFunky-collage (2)

2019 წლის ივნისის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი მოსკოვიდან – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა.

მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” შეასრულა.

პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთიდან რეისის შესრულებას აპროტესტებენ.

ვიდეო: „დავიძარით.. არა რუსულ ფრენებს“ – ავტოკოლონებით აეროპორტისკენ მსვლელობა დაიწყო 

მოსკოვი-თბილისის რეისს პრო-რუსი ქართველი პოლიტიკოსებიც მოჰყვებიან. რუსული სამთავრობო სააგენტოს ცნობით, რუსეთის პროპაგანდისტები საქართველოში „ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, მერაბ ჭიქაშვილთან ერთად მოფრინავენ, რომელიც საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, რუსეთთან დიალოგს 2022 წლიდან აწარმოებს“.

„საქართველოს მოსახლეობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პუტინს“ – მოსკოვი-თბილისის პირველი რეისით საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლები მოფრინავენ

„აზიმუტის“ რეისის თბილისში დაჯდომა თვითმფრინავში შამპანურით აღნიშნეს.

 

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.

საქართველომ ფრენების უფლება კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას მისცა – ქუთაისი-მოსკოვისა და სოჭი-თბილისის მიმართულებებზე Red Wings იფრენს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g