LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქციები გაგრძელდება, იქნება ეს ერთი დღე, ორი, თუ სამი…შემდეგ მთელი საქართველო აქ დადგება და რუსულ რეჟიმს თავის გზას მივუჩენთ” – გიორგი ვაშაძე

190
BeFunky-collage - 2023-05-19T221210.489

აქციები გაგრძელდება, იქნება ეს ერთი დღე, ორი, თუ სამი…შემდეგ მთელი საქართველო აქ დადგება და რუსულ რეჟიმს თავის გზას მივუჩენთ, – აღნიშნულის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხის ერთიანობით ამ ფრენებსაც შეწყვეტენ.

„ჩვე­ნი სამ­შობ­ლო რუ­სი­ფი­კა­ცი­ის­კენ მიჰ­ყავს რუ­სეთს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ამის წი­ნა­აღ­მდეგ უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ და ერ­თად დავ­დგეთ. რო­გორც რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი გა­ი­ტა­ნეს, ხალ­ხის ერ­თი­ა­ნო­ბით ამ ფრე­ნებ­საც შე­წყვე­ტენ. აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა ეს. გაგ­რძელ­დე­ბა აქ­ცი­ე­ბი, იქ­ნე­ბა ერთი დღე, ორი, სამი და შემ­დეგ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აქ დად­გე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად რუ­სულ რე­ჟიმს თა­ვის გზას მი­ვუ­ჩენთ“, – გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოსკოვიდან პირველი ავიარეისი დღეს შესრულდა.

„თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე“ – კობახიძე კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

magti 5g