კორონავირუსის პანდემიის პირობებში, აშშ-ის პრეზიდენტმა პირველი კოლეგა მიიღო.
დონალდ ტრამპმა პოლონეთის პირველ პირს, ანჯეი დუდას უმასპინძლა. შეხვედრაზე პრეზიდენტებმა სხვადასხვა საკითხები, მათ შორის რუსული ოკუპაცია განიხილეს.
“რუსეთის იმპერიული ამბიციები ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოცოცხლდა, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა 2008 წელს”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.
„2014 წელს რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ყირიმის ანექსია მოახდინა, ოკუპირებული აქვს ლუგანსკი და დონეცკი. მანამდე კი რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღეს პოლონეთში ნატოს ჯარების, აშშ-ის ჯარების ყოფნა ცხადყოფს, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი სერიოზულად განიხილება. ეს ცხადყოფს, რომ თუ ვინმეს პოლონეთზე თავდასხმა მოუნდება, მას ამისთვის ფასის გადახდა მოუწევს. 100 წლის წინ ჩვენ რუსები ვარშავიდან განვდევნეთ. არ გვსურს ამ სიტუაციის გამეორება. მიხარია, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტს ესმის ევროპაში არსებული რეალობა. რუსეთის იმპერიული ამბიციები ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოცოცხლდა, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა 2008 წელს“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ გერმანიიდან ცოტა ხნის წინ გამოყვანილი ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი მომავალში სწორედ პოლონეთში დაბანაკდება.
„შევამცირებთ სამხედრო ბაზირებას გერმანიაში. ზოგი სამხედრო აშშ-ში დაბრუნდება, ზოგი კი წავა სხვა ადგილას, ევროპაში, ერთი პოლონეთი იქნება“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.